Saturday, June 3, 2023

ლვოვის რკინიგზის სადგური დაიბომბა – სადგური ხალხით სავსე იყო

მთავარი

(ACCnews) ლვოვის რკინიგზის სადგური დაიბომბა. ინფორმაციას “ტელეგრამის” რამდენიმე არხი ავრცელებს. ინფორმაციას ასევე ადასტურებს ლვოვის მერი ანდრეი სადავოი.

„ხუთი მიზანმიმართული სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე. შესაბამისი უწყებები უკვე გაემართნენ ადგილისკენ. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – წერს სოციალურ ქსელში ქალაქის მერი.

მეტი:   "კირილ ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რეალურია" - ოლექსი დანილოვი

გავრცელებული ინფორმაციით, სადგური ხალხით სავსე იყო, რადგან მატარებელი რამდენიმე წუთის შესული იყო.

დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტი:   "რუსეთი მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტს, უკრაინა გამონაკლისია" - ვლადიმერ პუტინი

ლვოვის სარკინიგზო სადგური ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია, რომელსაც მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებენ.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 54 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img