Wednesday, June 7, 2023

“რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია” – ალექსანდრ ლუკაშენკო

მთავარი

(ACCnews) “რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია,” – აღნიშნული განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ  “ასოშიეთედ პრესთან” ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გააკეთა.

როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, მისთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია და ომის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყო.

მეტი:   "აზოვსტალის" ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია" - ირინა ვერეშჩუკი

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ყველაფერს ვაკეთებდით და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჩემი წყალობით უკრაინასა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკებები. ვიცი რუსეთის პოზიცია. ვიცი, რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას. ამასთან, უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, საომარი მოქმედებები, არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით? ეს კიდევ ერთი კითხვაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი:   "რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე" - ემანუელ მაკრონი

რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხს, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ყოვლად დაუშვებელია.

ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენს სიახლოვეს ხდება. ჩვენ აქ ვართ და არა ოკეანის გადაღმა, როგორც აშშ-ია. ასევე ეს დაუშვებელია, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, დედამიწა ორბიტას მოწყვიტოს და უცნობი მიმართულებით გავფრინდებით. ამიტომ ეს დაუშვებელია. შეუძლია თუ არა რუსეთის ამ იარაღის გამოყენება, ეს რუსეთის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი:   "ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს"- ჯოზეფ ბორელი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img