Wednesday, June 7, 2023

“ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს” – ვიოლა ფონ კრამონი

მთავარი

(ACCnews) “ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს”, – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი"

„ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარებს დიდს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება“, – წერს ფონ კრამონი.

მეტი:   "პუტინი და ხაზაროვა გიჟები არიან" - ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი
მეტი:   "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებას გეგმავს

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img