(ACCnews) აშშ და მოკავშირეები მზად არიან უკრაინა უზრუნველყონ ყველა საჭირო იარაღით რუსეთის ფედერაციის დასამარცხებლად – ეს განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიფინგზე გააკეთა.
„აშშ მზადაა უზრუნველყოს ყველაფერი და დაეხმაროს უკრაინას წარმატების მიღწევაში… ჩვენ ასევე გვყავს პარტნიორები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მზად არიან მართლაც დაეხმარონ უკრაინას“, – განაცხადა ოსტინმა.