Friday, March 24, 2023

“რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი მოველაპარაკოთ” – ლიზ ტრასი

მთავარი
(ACCnews) გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მშვიდობას ვერ მოიტანს.
”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ეს არის ერთადერთი გზა, რომ მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას ევროპაში“, – აღნიშნა ტრასმა ნატო-ს პანელზე საუბრისას.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგ უნდა დაიწყოს.
„არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მოლაპარაკებების გარკვეული შესაძლებლობა ახლა, სანამ რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს ცრუ მშვიდობას და გამოიწვევს აგრესიას მომავალში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულიდან გაკვეთილები, მაგალითად, მინსკის პროტოკოლის მარცხი, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. ასე რომ, ჩემი ძალიან ძლიერი მესიჯი არის ის, რომ რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი მოველაპარაკოთ,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.
მეტი:   "დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის საფასური მაქსიმალურად მაღალი იქნება" - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img