Thursday, February 2, 2023

საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკე გაფორმდა

მთავარი

(ACCnews) საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკე გაფორმდა.

კომუნიკეს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკამ.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს გამორჩეული, მტკიცე და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო – ლიეტუვას შორის თანამშრომლობის, კერძოდ, სხვადასხვა პროექტებსა და ინიციატივებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას.

მეტი:   კრემლი არ უარყოფს, რომ ხერსონიდან რუსი სამხედროების გასვლა პუტინის პრესტიჟისთვის დარტყმაა

მხარეებმა განიხილეს ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს პერსპექტივები და კონკრეტული ნაბიჯები. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარ კოლეგას ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებულ მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს.

მეტი:   "საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე" - კელი დეგნანი
მეტი:   "ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს" - ვიოლა ფონ კრამონი

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხება სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, სავალდებულო სამხედრო სამსახურის, დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობას, გაცვლით ვიზიტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიებს შორის, ასევე ერთობლივ სწავლებებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img