Thursday, June 8, 2023

5 ივლისს ძალადობის ფაქტზე “თბილისი პრაიდის” სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო

მთავარი

(ACCnews) “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ცნობით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ფაქტზე “თბილისი პრაიდის” სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.

მეტი:   მიზანი, რომელიც საქართველოში აშშ-ის მისიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება

GDI წერს, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ.

“აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის,  სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების  განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები.

მეტი:   ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის განკარგულება გამოსცა

ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს  შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა,  5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ”, – წერია GDI-ის განცხადებაში.

მეტი:   "მშვიდობიანი დემონსტრაციები არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან"- კარლ ჰარცელი

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს (“The Court considers that these application may become an impact case”).

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, იმ პირებს კი, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული – მინიმალური სანქციები შეეფარდათ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img