( ACCnews) “რუსეთი ემზადება „არამეგობრული“ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდოს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის ყველა ქვეყანისა და შეერთებულ შტატების მოქალაქეებიც არიან,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.
“რიგი უცხო სახელმწიფოების “არამეგობრული” ქმედებების საპასუხოდ, სავიზო ზომების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი მუშავდება,” – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ეს აქტი რიგ შეზღუდვებს დააწესებს რუსეთში შესვლაზე.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების შემდეგ, მოსკოვმა თავისი “არამეგობრული” ქვეყნების სია გააფართოვა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “არამეგობრულ” ქვეყნებს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა.
“დიდი შვიდეული” მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ, მასში კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები შედიან. ყველა ეს ქვეყანა რუსეთის მიერ “არამეგობრული ქვეყნების სიაშია” შეყვანილი.