Friday, March 24, 2023

“ლატვია მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალ წევრობას ევროკავშირში – ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესშია”– ეგილს ლევიტსი

მთავარი

(ACCnews) ლატვია მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალ წევრობას ევროკავშირში – ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესშია. სამივე სახელმწიფომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა”– ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსიმ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ინტერესშია რეგიონის სტაბილურობა და ძლიერი ევროპული ოჯახის შექმნა, რომელიც საერთო ღირებულებების ერთგულ ქვეყნებს თავს გააერთიანებს.

მეტი:   დასავლეთის მედია: რუსეთმა შეჭრისთვის საჭირო ჯარების რაოდენობის 70 პროცენტს მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ლატვიას 6 წელი დასჭირდა.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მარტივი არ არის. ლატვია ამ გზას გადიოდა 1998 წლიდან 2004 წლამდე. ლატვიას დასჭირდა 6 წელი, მაგრამ ჩვენი ტრანსფორმაციის ფაზა სხვაგვარი იყო. ჩვენ სხვა საწყისი პოზიცია გვქონდა. შეიძლება პროცესი ჩვენთვის უფრო მარტივი იყო, ვიდრე ამ სამი სახელმწიფოსთვის. უკვე ბევრი რამ გვქონდა გაკეთებული და ამიტომ ვამბობ, რომ უკეთესი სასტარტო პოზიცია გვქონდა.

მეტი:   ისრაელისა და აშშ-ის თავდაცვის კომპანიები ლაზერულ სარაკეტო თავდაცვის სისტემას ერთობლივად შეიმუშავებენ

სამივე სახელმწიფომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა. იმისათვის, რომ ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს, საჭიროა, წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ერთნაირი ეკონომიკური, სამართლებრივი სისტემა. თუ ერთ წევრ სახელმწიფოს განსხვავებული სისტემა აქვს, მაშინ გაერთიანებისთვის რთულია ფუნქციონირება. თუ გასაწევრიანებლად სწრაფ გზაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ მაინც დაგვიჭირდება სპეციფიკური წესები. მე ვერ ვიტყოდი, რომ სწრაფი გზა შეუძლებელია, მაგრამ კანდიდატ ქვეყნებთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნაა საჭირო“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მეტი:   "მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში, იქ ჯოჯოხეთია, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img