Thursday, February 2, 2023

საქართველოს დღეს ლატვიის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა

მთავარი

(ACCnews) საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით, დღეს ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საპარლამენტო დელეგაცია, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმღვანელობით საქართველოს ეწვევა.

მეტი:   კელი დეგნანი რეგიონში განსაკუთრებული პროექტის განხორციელების პროცესს დაესწრო

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.

მეტი:   "ევროპელებმა კარი გაგვიღეს, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი" - პაატა მანჯგალაძე

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ლატვიის დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისთან.

მეტი:   ბენეტი: რუსებს აღარ სურთ ზელენსკის შეცვლა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img