Saturday, September 23, 2023

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა

მთავარი

(ACCnews) საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა. – ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ტვიტერზე” ავრცელებს.

“წარმოგიდგენთ ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში, ედიტ მედნეს! ის მუშაობდა ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში, ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი:   "მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე" - კელი დეგნანი
მეტი:   "საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება" - რობერტა მეცოლა

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოყვანილი აქვს საქართველოში ლატვიის ახალი ელჩის განცხადება.

“ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი ევროატლანტიკური მისწრაფებების და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვემხრობი ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობას, განზრახული მაქვს ლატვიურ დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობა,” – განაცხადა ედიტ მედნემ.

მეტი:   დასავლური მედია რუსეთის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img