Wednesday, June 7, 2023

ოფიციალური თბილისი, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს

მთავარი

“უკრაინული დაზვერვის განცხადება აბსოლუტურად გაუგებარია და საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს.” – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია სანქცირებული პროდუქტი საქართველოდან ევროკავშირში მოხვდეს, რადგან არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს.

“განცხადებაზე, რომელიც უკვე მეორედ მოვისმინეთ, ამ შემთხვევაშიც არანაირი დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ არის, სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები.

შინაარსობრივად რომ შევხედოთ, რაზეა საუბარი, რაზეც განცხადებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისაა, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია, რომ რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა.

მეტი:   აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ასეთი საბაჟო ოპერაციები არ კეთდება, როდესაც სანქციები არაა დაწესებული, საქართველო იყოს რეექსპორტი ქვეყანა. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტი ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული. ხოლო, მეორე შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ქვეყნებში, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, ამ სანქციებთან მიმართებით არ მოხვდეს რუსული პროდუქცია. ამ ნაწილში პირველივე დღიდან არის მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდან არის საბაჟო სისტემაში იმპლემენტირებული. მეორე მხრივ, როდესაც საბაჟო საქონელზე ვსაუბრობ, რომელიც შესაძლოა, მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე), წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია განცხადება, რაც მოვისმინეთ და მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებსა და ინფორმაციას. პარტნიორებს, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ გააჩნიათ,” – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მეტი:   მოსკოვის საფონდო ბირჟაზე აქციებმა რეკორდული ვარდნა დაიწყო
მეტი:   "მრავალი გზავნილი, ერთი მისია": აშშ-ის საელჩო უკრაინის დახმარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img