Saturday, June 3, 2023

ჯო ბაიდენმა “ლენდ-ლიზის” კანონს ხელი მოაწერა

მთავარი

(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “ლენდ-ლიზის” კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად “ლენდ-ლიზის” კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. მანამდე კი, აღნიშნულ კანონპროექტს 7 აპრილს, აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი.

მეტი:   "გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება ვლადიმირ პუტინის ბირთვულ მუქარას" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ამასთან, აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გაუგზავნოს უკრაინას იარაღი და სხვა მარაგები.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის “ლენდ-ლიზის” 2022 წლის კანონი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა იმ დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.

მეტი:   კრემლი არ უარყოფს, რომ ხერსონიდან რუსი სამხედროების გასვლა პუტინის პრესტიჟისთვის დარტყმაა

ინფორმაციისთვის, “ლენდ-ლიზის” პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.

მეტი:   საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img