Monday, June 5, 2023

ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ კვირის სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ კვირის სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას და იქნება მხარდაჭერა. კურსი უკვე განსაზღვრულია”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მეტი:   "მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა, როცა ვითხოვდით უკრაინის ცის დაკეტვას" - ზელენსკი

ევროკავშირის ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანა მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მან დასძინა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ მათი გაწევრიანების სიჩქარე კანდიდატ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული. ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიხსენა სლოვაკეთის მაგალითი, რომელმაც 1999 წელს მოიპოვა პერსპექტივა და შეძლო გაწევრიანება 2004 წელს და თურქეთი, რომელიც ახლა უფრო შორს არის პოტენციური წევრობისგან, ვიდრე მაშინ იყო.

მეტი:   "უკრაინა "აზოვსტალიდან" 60 ადამიანის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს" - ირინა ვერეშჩუკი

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადების შესახებ, სადაც პირველ ორს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწია.

მეტი:   უკრაინის პროკურატურა: კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს

ამასთან, უკრაინას დაენიშნა შვიდი მოთხოვნა, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს, რათა არ დაკარგოს ახალი სტატუსი და არ გადავიდეს პროცედურის შემდეგ ეტაპზე.

უკრაინამ7 მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რათა ევროკავშირმა ახალი სტატუსი არ გააუქმოს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img