Wednesday, September 27, 2023

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიის პრეზიდენტმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მეხუთე პაკეტი დააანონსა

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დამატებითი შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას.

“ჩვენ გთავაზობთ ჩვენი სანქციების წინ წაწევას. ჩვენ მათ გავაფართოებთ და უფრო მკვეთრს გავხდით, რათა კიდევ უფრო იმოქმედონ რუსეთის ეკონომიკაზე.

პირველია რუსეთიდან წელიწადში ოთხი მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს ამცირებს;

მეტი:   კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი: "კრემლის ელიტა პუტინის შემცვლელად ბორტნიკოვს განიხილავს"

მეორე – ტრანზაქციის სრული აკრძალვა ოთხ ძირითად რუსულ ბანკზე, მათ შორის სიდიდით მეორე, „ვითიბი“ ბანკზე. ეს ოთხი ბანკი რუსეთის საფინანსო სექტორის 23 პროცენტს მოიცავს;

მესამე – რუსეთის გემებს აეკრძალებათ ევროკავშირის პორტებზე დაშვება, აკრძალვები ასევე შეეხება გადაუდებელი აუცილებლობის პროდუქციას, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტს;

მეტი:   "რუსმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში კასეტური ბომბები გამოიყენეს" - უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი

მეოთხე – ათი მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტის აკრძალვები რუსეთისთვის საჭირო სფეროებში, როგორიცაა კომპიუტერები, ნახევრადგამტარები და სატრანსპორტო აღჭურვილობა;

მეხუთე – 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების სპეციფიკური იმპორტის აკრძალვები, რითაც რუსეთსა და რუს ოლიგარქებს შეეზღუდებათ ხისგან, ზღვის პროდუქტებისგან და ალკოჰოლური სასმელისგან თანხის მიღება;

მეექვსე – ჩვენ ვიღებთ მიზანმიმართულ ზომებს, რომლებიც აკრძალავს რუსეთის კომპანიების მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში და გამორიცხავს ყოველგვარ ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მეტი:   ესპანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img