(ACCnews) ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვისას, ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე იმყოფება.
„ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, შეგვეძლება თქმა, რომ სწორად მოვიქეცით“, – განაცხადა ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ.
მისი თქმით, გამოწვევა იქნება ევროკავშირის სამიტიდან გამოსვლა ერთიანი პოზიციით, რომელიც ასახავს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელი აქვს. „ჩვენ რეკომენდაციაში ეს ყურადღებით იქნება ასახული“ , – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირი უკრაინისა და ასოცირების ტრიოს დანარჩენ ორი ქვეყანისათვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 23-24 ივნისს განიხილავს.