Wednesday, March 29, 2023

“კიევში შესაძლოა „აპოკალიფსი“ დადგეს, დედაქალაქის მცხოვრებლები ევაკუაციისთვის მზად უნდა იყვნენ” – ვიტალი კლიჩკო

მთავარი

(ACCnews) “იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გაგრძელდება, კიევში შესაძლოა „აპოკალიფსი“ დადგეს, დედაქალაქის მცხოვრებლები ევაკუაციისთვის მზად უნდა იყვნენ”, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კიევმა შესაძლოა დაკარგოს ენერგია და წყალმომარაგება, ასევე სითბო. აპოკალიფსი შეიძლება მოხდეს, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელი ხდება. თუმცა, ჩვენ ვიბრძვით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა კლიჩკომ.

მეტი:   "კანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის 20 000 ჭურვს გადასცემს" - კანადის თავდაცვის მინისტრი

მან კიევის მოსახლეობას მოუწოდა მოიმარაგონ საკვები და სასმელი წყალი, ასევე ნივთები და დოკუმენტები ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ დაუყოვნებლივ ევაკუაციის შემთხვევისთვის. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ევაკუაცია არ არის საჭირო, რადგან ქალაქში ელექტროენერგიის დეფიციტი მხოლოდ 20%-ია და მდგომარეობა სტაბილურად რჩება“, – წერს გაზეთი.

მეტი:   ბელარუსში, მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი წესდება
მეტი:   "ეს ომი არ არის, ეს ტერორიზმია" - ანდჟეი დუდა

კლიჩკომ დასძინა, რომ ქალაქი სხვადასხვა რაიონში ამზადებს გათბობის პუნქტებს, მაგრამ ისინი საკმარისი არ არის მთელი მოსახლეობის დასაბინავებლად. ჩვენ მოვამზადეთ 500-მდე ავტონომიური გათბობის პუნქტი, მაგრამ სამმილიონიანი ქალაქისთვის 500 პუნქტი არაფერია“, – განაცხადა მერმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img