(ACCnews) უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ცნობით,უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა.
როგორც კულებამ განაცხადა, უკრაინა ბორბლიან ტანკებსა და ჯავშანტექნიკას მიიღებს საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორებს აშშ-დან და გერმანულ Patriot-ის ბატარეას, საბრძოლო მასალას.
მისი თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში „ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს“ მართავს და ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან.
„იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრების დროს, ზოგიერთის მიღება კი შედეგების საფუძველზე ხდება. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლად, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაწყებულიყო და ეს სამუშაო კონკრეტულ შედეგებს იძლევა“, – აღნიშნა კულებამ.