(ACCnews) “თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ” , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდეს,
„რაც მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ჩვენთვის ეს დახმარება. თუ იარაღს მოგვიანებით გამოგვიგზავნიან, ჩვენ მაინც ვიტყვით „გმადლობთ“, მაგრამ მაშინ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება, თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს არი ომი ჩვენი გადარჩენისთვის“, – განაცხადა მან.
კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას აქვს მნიშვნელოვნად ნაკლები იარაღი, ვიდრე რუსეთს, “ჩვენ ვერ მოვიგებთ ომს ასეთი დისბალანსით”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.