(ACCnews) “ახლა რუსებს სხვა გეგმა აქვთ, ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს,” – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ახალი გენერლის ალექსანდრ დვორნიკოვის დანიშვნას, რომელიც ომს ხელმძღვანელობს.
პირველმა დიპლომატმა ამერიკული ტელეარხის NBC-ის ეთერში განაცხადა, რუსეთის თავდაპირველი გეგმა უკრაინაში შეჭრის შესახებ “ჩავარდა.”
“ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ეს სტრატეგია ემყარება იმ ვარაუდს და თავდაჯერებულობას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს“, – დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა.