Wednesday, September 27, 2023

“მოვუწოდებ მოკავშირეებს, თავი დაანებონ ყოყმანს, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რადგან დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობას”- კულება

მთავარი

(ACCnews) უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინას მეტი იარაღი გადასცენ.

როგორც კულებამ ნატო-ს კოლეგებთან შეხვედრის წინ განაცხადა, უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის დამარცხების საუკეთესო გზა მეტი სამხედრო მხარდაჭერაა.

მეტი:   "ჩვენ, რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავთ" - ნატო

მან განაცხადა, რომ იარაღის „საკმარისი მარაგის“ გარეშე უკრაინის გამარჯვებას „უზარმაზარი მსხვერპლი“ მოჰყვება.

,,მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, სურვილის ნაკლებობას, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობის მიზანს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და დასძინა, რომ რაც უფრო მალე მიიღებენ მარაგს, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე, ქალაქები გადარჩება ისეთი განადგურებისგან, როგორიც მსოფლიომ ბუჩაში იხილა.

მეტი:   სტოლტენბერგი პუტინის ბრძანებას ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ "საშიშ რიტორიკას" უწოდებს
მეტი:   "ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში" - კულტურის ატაშე კრის ანდერსონი

ცნობისთვის, კულება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში სამიტზე ხვდება, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა შეაიარაღონ უკრაინა რუსეთის განახლებული სამხედრო თავდასხმების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთშია მოსალოდნელი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img