Wednesday, September 27, 2023

“რუსული გაზის ყიდვა რუბლით ნიშნავს, რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე”- დმიტრო კულება

მთავარი

(ACCnews) “რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე” – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას, ევროკავშირმა რუსული გაზის საყიდლად რუბლი გამოიყენოს. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მეტი:   ანალიტიკოსი: "შესაბამისი აქტებით უნდა დადასტურდეს, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით"

კულება ქვეყნებს მოუწოდებს,გამოიჩინონ მაღალგონიერება და გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – დასახმარებლად ერთ ხელს უკრაინას უწვდიდე, მეორე ხელით კი რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე. მოვუწოდებ ამ ქვეყნებს, გამოიჩინონ მაღალგონიერება და გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი:   "საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img