Saturday, September 23, 2023

“არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს”- ანდრიუს კუბილიუსი

მთავარი

(ACCnews) “ნაცვლად იმისა, რომ პრემიერმა მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით”- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

ევროპარლამენტარის თქმით, სთხოვს საქართველოს ომში ჩართვას არავინ ითხოვს და საჭიროა მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს.

მეტი:   "სამუდამოდ პრეზიდენტად დავრჩები" - ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთს

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი – ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით,”- აცხადებს კუბილიუსი “ფორმულასთან.”

მეტი:   იაპონია "დიდი შვიდეული" სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს

მისივე განცხადებით, განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს”.

“ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან “ქართული ოცნების” წევრებიც და ყველა გვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა”, – ამბობს კუბილიუსი.

მეტი:   ზელენსკი: "ნორვეგია მზად არის უკრაინას გაზი მიაწოდოს"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img