Wednesday, March 29, 2023

დასავლეთის ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ 2008 წელს საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიეცა – ანდრიუს კუბილიუსი

მთავარი

(ACCnews) “იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი და უკრაინელის ხალხის ტანჯვა,” – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა ტეეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა.

კუბილიუსის თქმით, დასავლეთის შეცდომა იყო, რომ 2008 წელს საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიეცა.

“ჩვენ ახლა შეგვიძლია კიდევ უფრო მყარად განვაცხადოთ, რომ ეს იყო დასავლეთის ძალიან დიდი შეცდომა 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა ნატოში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭა ეს გეგმა.

მეტი:   აშშ სამ რუსულ სამთავრობო ტელევიზიასა და "გაზპრომბანკის" 27 აღმასრულებელ ხელმძღვანელს სანქციებს უწესებს

ეს იყო ის, რომ კრემლმა გაიგო, რომ რაც სურს იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და უკრაინა და იმპერიული, კოლონიური ომი რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა, შემდეგ ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში.

მეტი:   ტოკიო რუსული მხარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - იაპონური მედია

ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით, იმიტომ რომ იყო ძალისხმევა პუტინთან დიალოგის, საქართველოს ომის შემდეგ, ეს იყო ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა დასავლეთისა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მეტი:   "პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა და საერთაშორისო საზოგადოება გაზრდის რუსეთის პრეზიდენტზე წნეხს"- ჯონსონი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img