Saturday, September 23, 2023

კრასნოდარის ტერიტორიაზე, სადაც „ვაგნერის“ სასწავლო ცენტრი მდებარეობს, ახალი საფლავები აღმოაჩინეს

მთავარი

(ACCnews) კრასნოდარის ტერიტორიაზე, სადაც „ვაგნერის“ სასწავლო ცენტრი მდებარეობს, ახალი საფლავები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, საფლავები სავარაუდოდ უკრაინაში დაღუპული მებრძოლებს ეკუთვნით, რომელთა გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ორგანოები ინფორმაციას არ ავრცელებენ.

“ვაგნერთა“ სავარაუდო სასაფლაოს არსებობის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხს “ტიტუშკი კრასნოდარში”  სამხედრო პენსიონერმა, ვიტალი ვოტანოვკსიმ მიაწოდა.

„აგვისტოში ეს სასაფლაო ჯერ კიდეც არ არსებობდა. ის სექტემბერში გაჩნდა. აქ არის მსგავსი საფლავები, მსგავსი ძეგლები და გვირგვინები. სამხედროთა სამარხები ძირითადი სამოქალაქო სასაფლაოდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს“, – უამბო აცხადებს ვოტანოვსკი, რომელიც საფლავების ზედამხევდელია.

მეტი:   ბადრი ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

მისი თქმით, ამ დროისთვის მისი მონაცემთა ბაზა შეიცავს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის 400-ზე მეტ საფლავს, მოხალისეებს და დაქირავებულებს კრასნოდარის ტერიტორიიდან და ადიღეიდან, რომლებიც სავარაუდოდ დაიღუპნენ უკრაინაში.

მეტი:   "საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე - ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა"- არესტოვიჩი

მთლიანობაში “ვაგნერთა” სავარაუდო სასაფლაოზე 58 ადამიანია დაკრძალული.

ამ დღეებში ვოლგოგრადში დაკრძალეს უკრაინის ომში მონაწილე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლი ალექსანდრ ანისიმოვი, რომელსაც მკვლელობისა და ძარცვის მუხლით 14 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.

მეტი:   "აშშ-ის საელჩოში მოხარული ვართ, რომ მსგავს შესაძლებლობებს ხელი შევუწყეთ"

შეგახსენებთ, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”, რომლის მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული, მის “პირად მზარეულად” წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.”ვაგნერის” მებრძოლები მონაწილეობდნენ სამხედრო სახმელეთო ოპერაციებში სირიაში და აფრიკაშიც. ისინი ეჭვმიტანილი არიან მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img