Wednesday, September 27, 2023

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: “არც ერთ ოლიგარქს არ უთამაშია ისეთი როლი, როგორიც ივანიშვილს”

მთავარი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აცხადებს, რომ არც ერთ ოლიგარქს, არსად  უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ასრულებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია საქართველოში გულისხმობს გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და გარკვეული გაგებით, ეს უკავშირდება ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლს.

მეტი:   "2015 წლიდან ინტენსიურად დავიწყეთ მკიცებულებების მიწოდება – სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ გამოძიება დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ“– სუბარი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

„როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც, მაგალითად, ივანიშვილი ასრულებს.

ასე რომ, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“, – ამბობს კორტნი.

მეტი:   ბლინკენმა პირობა დადო, რომ რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრას სწრაფი და ძლიერი პასუხი მოჰყვება

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მეტი:   საარქივო მასალა, რომელიც აქამდე საზოგადოებას არ უნახავს - ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციაა.

 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img