(ACCnews) “კორონავირუსის ახალმა შტამმა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვმა განაცხადა.
საუბარია Omicron XBB.1.5 შტამზე, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, – აღნიშნა მარია ვან კერხოვმა.
ჯანმოში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა XBB.1.5 უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ.