Wednesday, June 7, 2023

“მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე”– სერგეი კისლიცა

მთავარი

(ACCnews) “რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ტერორისტი სახელმწიფო- მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას  უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა.

როგორც გაერო-ში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, “ვიდრე სიახლოვეს არის არასტაბილური და შეშლილი დიქტატურა, რთულია, გქონდეს სტაბილური და ჯანსაღი მშვიდობის იმედი”.

მეტი:   "18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის საზღვარს დახურავს" - ესტონეთის საგარეო უწყება

„ტერორისტულმა რუსეთმა დედაქალაქი კიევსა და მრავალი სხვა უკრაინულ ქალაქზე იერიში მიიტანა სულ მცირე 84 რაკეტით და ორი ათეული უპილოტო საფრენი აპარატით“, – განაცხადა კისლიცამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა ენერგეტიკის ობიექტები, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, ქალაქების ცენტრებში გზაჯვარედინები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის უწყებამ ლეგიტიმურ სამიზნეებად გამოაცხადა.

მეტი:   კელი დეგნანი სამეგრელოში: აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი

„მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე. რუსეთი სამაგიეროს იხდის უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მცხოვრებლებზე. სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 14 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა. მოქალაქეების განურჩევლად სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია. საკუთარ სახლებში მძინარე ან სამსახურში მიმავალ მოქალაქეებზე, სკოლაში მიმავალ ბავშვებზე სარაკეტო დარტყმებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომლის შეკავება უმკაცრესი გზებითაა საჭირო“, – განაცხადა კისლიმცამ.

მეტი:   კელი დეგნანი სახალხო დამცველსა და მისი გუნდის წევრებს შეხვდა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img