Wednesday, September 27, 2023

“მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან და წვლილი შევიტანოთ რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში”- გაერო-ში უკრაინის ელჩი

მთავარი

(ACCnews) გაერო-ში უკრაინის ელჩის, სერგი კისლიცას განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, ითანამშრომლოს პოლონურ მხარესთან რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში.

“უკრაინა სოლიდარობას უცხადებს მოძმე პოლონელ ხალხს სოფელ პშევოდუვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ ამ გამოძიებაში“, – განაცხადა კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მეტი:   "ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა"- რატი იონათამიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ჰუმანიტარულ კატასტროფას ქმნის, რომელიც შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელდეს.

„მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების, განსაკუთრებით პოლონეთის მხარდაჭერისთვის ამ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაბრუნებაში“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მეტი:   ქართველი ქალი, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვრცელდება ვარაუდი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, თუმცა ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომ ჩამოვარდნილია უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის თავდაცვის S-300-ის რაკეტები.

მეტი:   "რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაეროს მისიას დაესხნენ თავს" - უკრაინული მედია

ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img