(ACCnews) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილმა “საშობაოდ დროებითი ზავის” გამოცხადების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„მე, კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ ყველა მხარეს, რომლებიც მონაწილეობენ შიდა კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის დამყარების მოწოდებით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე,” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პატრიარქმა თავისი მოწოდება დაასაბუთა მორწმუნეებისთვის შობის ღამესა და შობის დღეს საეკლესიო მსახურებაზე დასწრების აუცილებლობით.