Friday, March 24, 2023

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მთავარი

(ACCnews) უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მებრძოლის მამა არჩილ ხოფერია ავრცელებს.

“ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში აღესრულა. ვფიქრობდი, დროშა, რომელიც დამპყრობლებთან ბრძოლაში ჩვენ აღვმართეთ, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება. მტრებს ყველაფერი წინ აქვთ. და როცა მე აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობისა და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია”. – წერს დაღუპული მებრძოლის მამა, არჩილ ხოფერია.

მეტი:   ჩინეთი აშშ-ის მოუწოდებს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გააუქმოს
მეტი:   "თუ სააკაშვილი 6 თვის თავზე ციხეში იქნება, ნაკლები შანსი გვაქვს ევროინტეგრაციისთვის" - იაგო ხვიჩია

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ომში 27 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მეტი:   რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს - შოიგუ სუროვიკინის წინადადებას დაეთანხმა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img