(ACCnews) უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპულ ქართველ მებრძოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები დახვდნენ.
ჯამბულათ ხოფერიას გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში 1-ელ დეკემბერს დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.