Saturday, September 23, 2023

“საქართველო, სრულიად ამოვარდნილია ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურიდან” – თინა ხიდაშელი 

მთავარი

(ACCnews) “საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი იმავე ქვეყანას აქვს ოკუპირებული, ვინც უკრაინაში აგრესიას ახორციელებს, სამწუხაროდ, სრულიად ამოვარდნილია ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურიდან, დისკუსიებიდან, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის პროგრამებიდან, რომელიც მოლდოვისთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის, დღეს ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში მუშავდება,” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა

“მთელ ამ პროცესში საქართველო გამოჩნდა ისეთ მოთამაშედ, როგორც პატარა ბავშვები გაბრაზებულები იქცევიან, მუდმივად ჯიბრით და ჯინით საუბრობენ. საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი იმავე ქვეყანას აქვს ოკუპირებული, ვინც უკრაინაში აგრესიას ახორციელებს, სამწუხაროდ, სრულიად ამოვარდნილია ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურიდან, დისკუსიებიდან, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის პროგრამებიდან, რომელიც მოლდოვისთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის, დღეს ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში მუშავდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, ამ მოვლენას ორი მთავარი მიზეზი აქვს. ერთი არის შიში, რაც ნამდვილად არ უნდა გამოვრიცხოთ. როდესაც ხარ უცოდინარი, უცოდინრობას თან ახლავს შიში იმიტომ, რომ არ შეგიძლია გათვალო, არ შეგიძლია ანალიზი გააკეთო. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის ბუნებრივი პროცესი. გულწრფელად მჯერა, რომ ერთი ნაწილისთვის ეს ნამდვილად არის შიშით გამოწვეული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სრულიად ერთმნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვთ. თუ ვინმეს აქამდე ეჭვი ეპარებოდა, ვფიქრობ, დღეს ეს სრულიად გამჭვირვალეა იქიდან გამომდინარე, რომ კრემლში დაწერილი სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობენ. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, მთავარ ამოცანად საქართველოს ხელისუფლებამ დაისახა აშშ-ის და ევროპის დემონიზაცია საქართველოში,” – განაცხადა ხიდაშელმა.

მეტი:   "თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე"- ანჯეი დუდა
მეტი:   ევროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავა

გარდა ამისა, მან 24 თებერვალს დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალინდელ აქციას შეუერთდება.

მეტი:   თავდაცვის ძალები თურქეთისგან ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

“ხვალ არის უკრაინაში რუსული აგრესიის წლისთავი. ამიტომ, ჩემთვის სრულიად ერთმნიშვნელოვანია სად უნდა ვიყო ამ დროს იმისთვის, რომ მცირედით, მაგრამ იმ ტიპის სოლიდარობა მაინც ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია,” – განაცხადა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img