Thursday, February 2, 2023

“ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს”- ბრიტანეთის დაზვერვა

მთავარი

(ACCnews) გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ  რუსეთის ჯარებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით, ბევრი ხიდი დაანგრიეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს.

მეტი:   "უკრაინის ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება"- ევროკავშირი

„რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან რუსული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირზე, ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო. უკან დახევისას, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მრავალი ხიდი და, სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორიები უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით. ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მეტი:   "მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება" - ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის სპიკერს პასუხობს
მეტი:   დიდი ბრიტანეთი მზად არის იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

მათივე შეფასებით, რუსული ძალების გაყვანის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img