(ACCnews) სამართალდამცველებმა ხარკოვის რეგიონის დროებითი ოკუპაციის დროს დაღუპული ადამიანების 600-ზე მეტი ცხედარი ამოიღეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპერტები დნმ-ით გარდაცვლილის მყისიერ ამოცნობას ვერ ახერხებენ. ეს შეიძლება გაგრძელდეს კვირების ან თვეების განმავლობაშიც კი.
„ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის ათობით ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ტყვედ იყვნენ ჩავარდნილი აგრესორების ხელში“, – აცხადებს მონასტირსკი.
შეგახსენებთ, ხარკოვის ოლქის იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, საიდანაც 447 ცხედარი იქნა ამოყვანილი. მათი უმრავლესობა ქალია – 215 და 5 ბავშვი.
დონეცკის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 120-ზე მეტი ცხედარი იქნა ექსგუმირებული, საიდანაც 64 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.