Monday, June 5, 2023

“საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება” – ანდრეი კასიანოვი 

მთავარი

(ACCnews) უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება. – განაცხადა, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინის საელჩო ქართველი მაღალჩინოსნების განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს და მათი მთავარი ამოცანა საქართველოსთან პარტნიორობის განვითარებაა.

მეტი:   TWITTER-მა ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა

“ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის. მე არაერთხელ ვთქვი, რომ უკრაინის საელჩო საქართველოში არ კომენტირებს უმაღლესი მაღალჩინოსნების განცხადებებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ საქართველოსთან პარტნიორობა და განვამტკიცოთ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები. ეს პასუხობს უკრაინელი და ქართველი ერის საჭიროებებს,” – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

მეტი:   “ჩემთვის აშკარაა როგორ გამოიყურება პუტინის "გამარჯვების" გეგმა“ - მიხეილ სააკაშვილი
მეტი:   ელონ მასკმა უკრაინაში სატელიტური ინტერნეტი Starlink ჩართო

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img