Sunday, January 29, 2023

“კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია – მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში, რასაც ის დახმარებას ეძახის”– გია ვოლსკი

მთავარი

(ACCnews) “კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით – რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას”, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

როგორც ვოლსკი აცხადებს, რომ „ბუკის“ კომპლექსებში, რასაც ანდრეი კასიანოვი დახმარებას ეძახის, საკმაოდ სოლიდური თანხაა გადახდილი.

“კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება – გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით.

მეტი:   "ეს არის ომის დანაშაული, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს" - მაკრონი უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შესახებ
მეტი:   "თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ" - დმიტრო კულება

ამიტომ ვამბობთ მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ის ინტერესია, რასაც დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. რაც შეეხება ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რამე გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. როცა ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ ვამბობთ და სწორედაც ვამბობთ, რომ ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორეც იქ რა გარიგებები მოხდა ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი:   "საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება" - ანდრეი კასიანოვი 

ცნობისათვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img