Wednesday, March 29, 2023

ილჰამ ალიევი: “ყარაბაღის ომის შედეგები ახალ შესაძლებლობებს ხსნის – ზანგეზურის დერეფანი რეგიონის ყველა ქვეყანას მოუტანს სარგებელს”

მთავარი

(ACCnews) აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი, რაც აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა.

მეტი:   ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის 5 მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა

ამის შესახებ ალიევმა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში თურქულენოვან სახელმწიფოთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ოქტომბერში პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა.

მეტი:   "ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება" - საგარეო საქმეთა მინისტრი

ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე და თავის ტერიტორიაზე დერეფანთან დაკავშირებულ ფართომასშტაბურ საქმიანობას ეწევა. ზანგეზურის დერეფნის გახსნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მეტი:   "მშვიდობიანი დემონსტრაციები არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან"- კარლ ჰარცელი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img