(ACCnews) “საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ.” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერზე აქვეყნებს.
შეგახსენებთ, გუშინ სასტუმრო “რუმსში” გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – “დიდება უკრაინას”, რომელსაც ევროპისა და ამერიკის საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური პერსონები ესწრებოდნენ.