(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოვიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ გამოსვლაში ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა, ომის დროს უქმად არ იდგნენ.
„გამახსენდა ჩაპლინის მიერ შესრულებული გმირის სიტყვები, რომელიც 1940 წელს ეკრანებიდან ჟღერდა:
“კაცთა სიძულვილი გაივლის და დიქტატორები კვდებიან და ძალაუფლება, რომელიც ხალხს წაართვეს, ხალხს დაუბრუნდება. და სანამ კაცები კვდებიან, თავისუფლება არასდროს გაქრება… ”
მას შემდეგ – ჩაპლინის მიერ შესრულებული გმირის სიტყვებიდან – კაცობრიობამ ბევრი ლამაზი ფილმი შექმნა.
როგორც ჩანს, ყველას სჯეროდა, რომ საშინელებას სრულმასშტაბიანი ომის სახით, რომელსაც შეეძლო მთელი კონტინენტის დაფარვა, გაგრძელება არ ექნებოდა. მაგრამ ისევ, როგორც მაშინ, არსებობს დიქტატორი.
ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომელიც იტყვის, ჩვენი დროის კინო არ არის მუნჯი” – განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას კანის კინოფესტივალზე ოვაციები მოჰყვა.