(ACCnews) ყალმუხეთის რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია და დონის როსტოვს, ვოლგოგრადის და ასტრახანის ოლქებს, ასევე, ჩეჩნეთის რესპუბლიკას ესაზღვრება, რუსეთიდან გასვლას ითხოვს.
ელისტას, ხალხის კონგრესმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც გამოცხადდა მათი დამოუკიდებლობის სურვილი.
„ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მოვითხოვოთ ყალმუხის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციიდან გასვლა, სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადება და შექმნა“, – ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.
როგორც აქტივისტი დაავრ დორჟინმა აცხადებს, ყალმუხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილზე უდიდესი გავლენა პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია გახდა.
„ეს არის პირველი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციის ისტორიაში და იმედი მაქვს ეს იქნება უკანასკნელი. შესაბამისად, ამ მხრივ არანაირი პრაქტიკა არ არსებობს. და ამიტომ სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო აღრიცხვის ოფისები და სხვა სამხედრო ორგანოები გრძნობენ, რომ მათ თითქმის ყველაფერი შეუძლიათ“, – განაცხადა უფლებადამცველმა და დასძინა, რომ ამის გამო მისი ბევრი მოქალაქე მონღოლეთში გაემგზავრა.