Saturday, September 23, 2023

“ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ” – მარინა კალიურანდი

მთავარი

(ACCnews) “ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

კალიურანდის თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრისთვის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის იმედი და გარანტიაა.

მეტი:   "ახლა არ არის დრო, უკრაინის ომის დროს, რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირში დასასვენებლად იმოგზაურონ" - ჯოზეფ ბორელი

„გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი და წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში. ეს უფრო მეტად არის საჭირო დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრისთვის გახდა გადარჩენისა და დამოუკიდებლობის იმედი და გარანტია. ჩვენი პოლიტიკური, მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია. მათ შორის გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხის და „გაფართოებით დაღლილობის“ გადალახვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განგრძობადობას, თანმიმდევრულობასა და სანდოობას“, – აღნიშნა კალიურანდმა.

მეტი:   აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img