Wednesday, September 27, 2023

ბორის ჯონსონის ირგვლივ სკანდალები გრძელდება – ინგლისის პრემიერი რუს ოლიგარქს, “კაგებე”-ს აგენტს ლებედევს დამხმარეების გარეშე შეხვდა

მთავარი

(ACCnews) გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ის შეხვდა რუს ოლიგარქს და კგბ-ს ყოფილ ოფიცერ ალექსანდრე ლებედევს ოფიციალური პირების გარეშე.

„რა თქმა უნდა, მას ოფიციალური პირების გარეშე შევხვდი“, – თქვა მან. “მე მას ძალიან იშვიათად შევხვდი.” – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეტი:   უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე ბრიუსელის გადაწყვეტილება სიმბოლურიცაა და ისტორიულიც

და როდესაც ჰკითხეს, შეხვდა თუ არა რუს მილიარდერს და Evening Standard-ის ყოფილ მფლობელს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში 2018 წელს იყო, მან თქვა, რომ დიახ.

მეტი:   დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Brimstone 2 - ზუსტი მართვადი რაკეტების მიწოდებას ადასტურებს

ამასთან, როგორც მედია იუწყება, მისტერ ჯონსონმა ლებედევის ვაჟი ევგენი ლორდთა პალატის წევრად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების სამსახური გაფრთხილებას იძლეოდა, რომ ევგენი შესაძლოა, საფრთხე ყოფილიყო ეროვნული უშიშროებისთვის. თუმცა, ეს გაფრთხილება მოგვიანებით, ჯონსონის მოთხოვნით უკან გაიწვიეს.

მეტი:   გვიწევს ავიტანოთ ის, რაც ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს"– ზელენსკი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img