Wednesday, March 29, 2023

“ეს სისასტიკის და არაადამიანობის გამოვლინება დატოვებულია მთელი მსოფლიოს დასანახად, უბოდიშოდ” – ჯო ბაიდენი ბუჩაზე

მთავარი

(ACCnewsაშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ “ეს არაფერია, გარდა მასშტაბური ომის დანაშაულისა.”

როგორც ბაიდენმა განცხადებაში აღნიშნა, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა ბუჩაში მომხდარ დანაშაულში მონაწილე ყველა პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მეტი:   "ბრიტანეთის მიზანი არ არის ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება" - ბორის ჯონსონი

“დარწმუნებული ვარ, ნახეთ ფოტოები ბუჩადან და კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ქუჩაში დატოვებული ცხედრები მას შემდეგ, რაც იქ რუსი ჯარისკაცები იყვნენ.  ზოგიერთ მათგანს ხელშეკრულს ზურგიდან ესროლეს. მოქალაქეები ცივსისხლიანად დახოცეს, ცხედრები მასობრივ საფლავებში ყრია. ეს სისასტიკის და არაადამიანობის გამოვლინება დატოვებულია მთელი მსოფლიოს დასანახად, უბოდიშოდ.

მეტი:   "გერმანია მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვის" - გერმანიის საგარეო უწყება

ეს არაფერია, გარდა მასშტაბური ომის დანაშაულისა. ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, რათა ამაში დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქალაქი ბუჩა უკრაინულმა არმიამ რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლა. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ უკრაინულმა მხარემ ბუჩაში მშვიდობიანი  მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. საერთაშორისო მედია-სააგენტოების ფოტო-რეპორეპორტაჟებში ჩანს ქუჩებში მიმოფანტული მოკლული ადამიანები. ჟურნალისტების და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით კი ზოგიერთ მოკლულს ხელები შეკრული ჰქონდა.

მეტი:   "იტალიის შეთავაზება უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაზე რეალობას არ შეესაბამება" - მარია ზახაროვა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img