(ACCnews) “აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამ კვირაში ევროპაში საგანგებო სამიტებისთვის ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს,” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.
“ჩვენ გვექნება დამატებითი დეტალები ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, რომელსაც მოგვიანებით გამოვაცხადებთ. ვიზიტი მიმართულია იმაზე, რომ გავაგრძელოთ მსოფლიოს გაერთიანება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება,” – დაწერა ფსაკიმ.
ცნობისთვის, 23 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოსა და ევროკავშირის სამიტებში.