საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო და თავდაცვა ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია. ამ სფეროებში შეერთებული შტატებთან თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო მდივნის მაოდგილე ბონი ჯენკინსი შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“გზავნილი, რომელიც მდივნის მოადგილე ჯენკინსმა შეერთებული შტატებიდან ჩამოიტანა ნათელია. ეს არის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობს. ჩვენ ვამაყობთ თქვენთან თანამშრომლობით და მზად ვართ დაგეხმაროთ საქართველოს წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში”, – ვკითხულობთ გვერდზე.