Saturday, September 23, 2023

“ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს” – გია ხუხაშვილი

მთავარი

(ACCnews) ბიძინა ივანიშვილისათვის მოსალოდნელი სანქციების დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის მსგავსი მოლოდინის შექმნა და მხარდამჭრებში ცრუ იმედების გაღვივება, ოპოზიციის მხრიდან შეცდომაა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდამჭერებში ცრუ იმედების შექმნა დიდი იმედგაცრუებით დასრულდება. ოპოზიციის ქრონიკული პრობლემაა მოკლევადიანი შედეგის მიღების მიზნით, გრძელვადიანი თვითდაზიანების მიყენება,“- წერს გია ხუხაშვილი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციასაც აკრიტიკებს.

მეტი:   რა არის SWIFT - სანქცია, რომლისაც რუსეთს ძალიან ეშინია

„აქ საოცარი სხვა რამეა, თვითონ ხელისუფალმა რომ დაიჯერა ეს შეთქმულების თეორია და ბანალური საბანკო ტრანზაქციების ომის და მშვიდობის თემასთან დაკავშირების პარანოიდალური კამპანია წამოიწყო. მოკლედ, ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ,“- წერს გია ხუხაშვილი.

მეტი:   "ეს არის ბრალდება, რომელიც ძალიან მძიმე მოვლენაა" - ირაკლი კობახიძე

ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ცნობით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს მეორედ უჩივის, ამბობს რა, რომ ბანკის მიერ დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. აღნიშნულ ფაქტს ქართულ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ივანიშვილისათვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ალაპარაკდნენ. მოვლენების ამგვარ განვითარებას არც ხელისუფლების მხარდამჭერები გამორიცხავენ და ივანიშვილს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ.

მეტი:   უკრაინის სამთავრობო დელეგაცია მომავალ კვირას ვაშინგტონში გაემგზავრება
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img