(ACCnews) იუნესკო უკრაინას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის დახმარებას ჰპირდება. – ამის შესახებ პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში კულტურული ფასეულობების დაცვის კომიტეტის მე-17 სხდომაზე განიხილეს.
„დღეს გვაქვს ინფორმაცია 1000-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და კულტურული ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურების შესახებ. ვინაიდან მონიტორინგი დაიწყო ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, რიცხვები დაზუსტდება წლის ბოლომდე. უკრაინის მუზეუმების, ბიბლიოთეკების, ხელოვნების საგანმანათლებლო დაწესებულებების ათეულობით შენობას ახლა დაზიანებული აქვს სახურავები და ჩამტვრეული ფანჯრები ან განადგურებულია“, – აღნიშნა კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ ეკატერინა ჩუევამ თავის გამოსვლაში.
მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში უკრაინის 7 ძეგლია და 17 ადგილი შეტანილია. ახლა ისინი ყველა საფრთხის ქვეშ არიან.
კომიტეტმა მოუწოდა მონაწილე სახელმწიფოებს განაგრძონ ფინანსური შენატანები და უზრუნველყონ აღჭურვილობა ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის, რათა გაძლიერდეს იუნესკოს საქმიანობა უკრაინაში და მოუწოდა იუნესკოს გააგრძელოს საჭირო დახმარება უკრაინისთვის.
გარდა ამისა, კომიტეტმა დაამტკიცა 50,000 აშშ დოლარის გადანაწილება უკრაინაში კულტურული ფასეულობების დაცვის აღჭურვილობის შესყიდვისა და მიწოდებისთვის.
როგორც ცნობილია, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ მოუწოდა იუნესკოს ყურადღება მიაქციოს მისი მუდმივი წევრის, რუსეთის ქმედებებს, რომელიც ანადგურებს ბახჩისარის ხანის სასახლეს.