Wednesday, September 27, 2023

“დროა, შეწყდეს ბრძოლები და მივცეთ შანსი მშვიდობას” – გაერო-ს გენერალური მდივანი

მთავარი

(ACCnews) “კიდევ რამდენი უკრაინელი უნდა დაიღუპოს, რამდენი ადამიანი უნდა აღმოჩნდეს შიმშილის წინაშე, რომ შეჩერდნენ, დროა, შეწყდეს ბრძოლები, მივცეთ შანსი მშვიდობას,” – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გუტიერეშის თქმით, დროა, შეჩერდეს ომი, რადგან მას გამარჯვებული არ ეყოლება. მისივე თქმით, ომის გაგრძელება უკრაინაში მორალურად მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა.

“10 მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა ლტოლვილად, თუმცა ომი არ წყდება. ორ კვირაზე მეტია, მარიუოპოლი ალყაშია რუსეთის ძალების მიერ და იბომბება. რისთვის? მაშინაც კი თუ მარიუოპოლი დაეცემა, უკრაინა ვერ იქნება დაპყრობილი ქალაქების, ქუჩების, თუ სახლების სათითაოდ დაკავებით. ამ ყოველივეს საბოლოო შედეგი არის მეტი განადგურება, მეტი ტანჯვა. უკრაინელი ხალხი ცხოვრობს ჯოჯოხეთში და მისი გავლენა იგრძნობა მსოფლიოს მასშტაბით, რაც გამოიხატება საკვებზე, ენერგიაზე და სასუქზე ფასების ზრდით, რამაც შეიძლება, შიმშილის კრიზისამდე მიგვიყვანოს.

მეტი:   "რასაკვირველია, მხარს დავუჭერ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის პროცესი, რომელიც ხვალვე არ დასრულდება" - რასა იუკნევიჩენე
მეტი:   "საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა" - კელი დეგნანი

ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადრე თუ გვიან მოგვიწევს ბრძოლის ველიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასვლა. ეს გარდაუვალია. ისმის კითხვა, კიდევ რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს, რამდენ შენობას გაანადგურებს, რამდენი მარიუოპოლი დაეცემა, რამდენი უკრაინელი და რუსი დაიღუპება, ვიდრე ყველა გააცნობიერებს, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ეყოლება მხოლოდ წაგებულები. კიდევ რამდენი უკრაინელი უნდა დაიღუპოს ან კიდევ რამდენი ადამიანი უნდა აღმოჩნდეს შიმშილის წინაშე, რომ შეჩერდნენ. ომის გაგრძელება უკრაინაში მორალურად მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა. დროა, შეწყდეს ბრძოლები და მივცეთ შანსი მშვიდობას, დროა, დასრულდეს ეს აბსურდული ომი“, – აღნიშნა გუტიერეშმა.

მეტი:   2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან - ოლექსი დანილოვი

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 27 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს რამდენიმე მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img