Monday, June 5, 2023

ისრაელმა დაზვერვის მონაცემები ირანულ თვითმფრინავებთან საბრძოლველად უკრაინას გადასცა

მთავარი

(ACCnews) ისრაელმა უკრაინას გარკვეული სადაზვერვო მონაცემები მიაწოდა, რომელიც საჭიროა ირანული დრონების განადგურებისთვის. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი. ამასთან, აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ მიმართა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარების თხოვნით.

მიმდინარე წლის ივლისში რუსეთმა ირანიდან შეიძინა შაჰედ-136 და მოჰაჯერ-6 საბრძოლო თვითმფრინავების დიდი პარტია. სხვადასხვა შეფასებით, მათი რიცხვი შეიძლება რამდენიმე ათას ერთეულს შეადგენდეს.

მეტი:   ირაკლი ღარიბაშვილი: "აფხაზეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი მეორე მონტე-კარლო"

თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს, რომ მისი არმია უკრაინის ობიექტებზე თავდასხმების დროს ირანულ უპილოტო საფრენი აპარატებს იყენებს, ირანმა კი განაცხადა, რომ ის რუსეთის ფედერაციას დრონებს არ მიჰყიდეს.

13 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე 223 თვითმფრინავი, რომლებიც რუსეთის ჯარებმა უკრაინის მასშტაბით გაუშვეს.

მეტი:   უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

17 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ჰყავდა 300 ირანული კამიკაძე დრონი, ზოგადად, კონტრაქტი ითვალისწინებს რუსებისთვის 2,4 ათასი ასეთი თვითმფრინავის გადაცემას.

20 ოქტომბერს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს ირანის სამ მოქალაქეს და ერთ კომპანიას რუსეთის ფედერაციისთვის დრონების მიწოდების გამო.

მეტი:   ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრს 1 მილიონ დოლარს გადასცემს

იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რათა ირანის საბრძოლო თვითმფრინავების ექსპორტი რუსეთში არ მოხდეს. მან ასევე დასძინა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გავრცელება ირანის მიერ არის საფრთხე, რომელიც სცილდება უკრაინის საზღვრებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img